Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ზამთრის სკოლა (2025)

საერთაშორისო ზამთრის სკოლა

„პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“


2025 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ზამთრის სკოლას „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“, რომელსაც ერთობლივად ატარებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულება (დოქტორი მარიამ ყამარაული), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. დარეჯან თვალთვაძე) და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო (პროფ. მანანა თანდაშვილი).

 

სამუშაო ენა: ქართული

 

მონაწილეობის პირობები და რეგისტრაციის ვადები:


საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

სერტიფიცირება: საერთაშორისო ზამთრის სკოლის მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.

 

დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის მიზნების, პროგრამის, რეგისტრაციის ვადებისა და პირობების შესახებ იხილეთ აქ: https://adh.ge/international-winter-school-ge/


საკონტაქტო პირი: მარიამ გობიანიძე (mariam.gobianidze@tsu.ge) 

თარიღი: 13/03/2025